პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.
უწყების თანახმად, გადაწყვეტილება “ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე” მიიღეს.
“აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს”, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.