ახალი ამბები

მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ – ოქრუაშვილი

18 მაისი, 2020 • 1200
მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ – ოქრუაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადგილს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“პოლიტიკაში მე მის ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება, მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მის პოლიტიკურ მწვერვალზე ასვლა”, – თქვა მან.

წამყვანის კითხვას, იქნებოდა თუ არა მერაბიშვილის მაჟორიტარობის წინააღმდეგი, ოქრუაშვილმა უპასუხა:

“ალბათ კი”, შემდგომ კი დაამატა:

“თუ რაც თქვენ მკითხეთ, ეს შეეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას, ერთმნიშვნელოვნად კი”.

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 თებერვალს, 6 წლისა  და 9-თვის შემდეგ,  საპატიმრო დატოვა. გასულ თვეში მერაბიშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ერთვება.

ირაკლი ოქრუაშვილმა კი, რომელიც 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს და 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპატიმრო 15 მაისს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი