ახალი ამბები

შსს-მ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 ადამიანი დააჯარიმა

18 მაისი, 2020 •
შსს-მ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 ადამიანი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევის 99 ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს ცნობითვე, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 98 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი ერთი ადამიანია დაჯარიმებული. ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი