ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა

16 მაისი, 2020 • 1426
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მლნ ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად პარტნიორი ქვეყნებისთვის 3 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის გაცემას მხარი დაუჭირა.

მხარდაჭერის პაკეტი 10 ქვეყანას შეეხევა მათ შორს ალბანეთს (180 მილიონი ევრო), ბოსნია ჰერცოგოვინას ( 250 მილიონი ევრო), საქართველოს (150 მილიონი ევრო), ორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).

გარდა ამისა, უკვე ხორციელდება საქართველოსთვის გამიზნული დახმარების ორი პაკეტი. პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში.

მეორე პაკეტიგამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისათვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით, კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება.

ვრცლად:

ევროკავშირი COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს 183 მლნ ევროთი დაეხმარება

მასალების გადაბეჭდვის წესი