აშშ-ის სენატის საგარეო უერთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში მისი მოადგილე ჯინ შაჰინი სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში რიში და შაჰინი მიესალმებიან პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე და 8 მარტის შეთანხმების განსახორციელებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ:
“მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ციხიდან ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და დაასრუებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში.
დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობდა. მომდევნო კვირებში, როცა საქართველოს პარლამენტი სამუშაო რჟიმს დაუბრუნდება, ველით, ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში ისევე როგორც გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს” – წერია განცხადებაში.