ახალი ამბები

გულდასაწყვეტია პრეზიდენტის გადაწყვეტილება – კალაძე უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

15 მაისი, 2020 • 1883
გულდასაწყვეტია პრეზიდენტის გადაწყვეტილება – კალაძე უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ, გულდასაწყვეტი და არაპოპულარულია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების. განმარტებების მიხედვით, რომელიც იქნა გაკეთებული, კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაში, რომ ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ ეს საარჩვენო ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის განვითარებას და ისინი მიმართული იყვნენ ზუსტად ამ განწყობით, რომ საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო.

თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას”, – განაცხადა კალაძემ.


დღეს, 15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღვოდა ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”. თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა.

მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებად დარჩენილია გიორგი რურუას გათავისუფლება, რის შემდეგაც ისინი მხარს დაუჭერენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვილებებს. ოპოზიციის ამ წარმომადგენლების აზრის იზიარებენ საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი