ახალი ამბები

პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, შეწყალებაზე ბრიფინგიდან შევიტყვეთ – კობახიძე

15 მაისი, 2020 •
პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, შეწყალებაზე ბრიფინგიდან შევიტყვეთ – კობახიძე

“ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან [შეწყალებასთან] დაკავშირებით და შევიტყვეთ ამის თაობაზე, როდესაც ჩატარდა ბრიფინგი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ.

“ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის უფლებამოსილების განხორციელებაში. მათ შორის, შეწყალების ნაწილში და როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან დავალების მიცემას პრეზიდენტისთვის, ეს ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება. ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერავითარი მითითების მიცემას და ასეთი რამ აზრადაც არ გაგვივლია”, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი