ახალი ამბები

სემესტრი შედგა, მადლობა მასწავლებლებს და პროფესორებს გმირობისთვის – ჩხენკელი

15 მაისი, 2020 • 1160
სემესტრი შედგა, მადლობა მასწავლებლებს და პროფესორებს გმირობისთვის – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის, რომ 2020 წლის სასწავლო წელი შედგა, ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სკოლის მასწავლებლებს და უნივერსიტეტების პროფესორებს. ამის შესახებ ჩხენკელმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას დღეს, 15 მაისს ისაუბრა:

“აკადემიური წელი არ მოხდება, შესაბამისად, სემესტრი შედგა და მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება და აქ განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს.

მინდა ვაუწყო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენს სახლოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები და პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ის დიდი რუდუნება, დიდი შრომა, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათგან ძალიან დიდ გმირობას, რადგან, ფაქტობრივად, ნულიდან მოხდა დისტანციური სწვალების ჩამოყალიბება საქართველოში და ეს მათი დამსახურებაა, რომ ასე წარმატებით გაგრძელდა ეს პროცესი”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც.

ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი