შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 119 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობითვე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის 104, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 5 ადამიანი დააჯარიმეს. “პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 10 ფაქტი გამოავლინა”,-აცხადებენ შსს-ში.
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.