ნეტგაზეთი | მოვუწოდებთ “ოცნებას”, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა – RSF აჭარის ტვ-დან ჟურნალისტის გათავისუფლებაზე მოვუწოდებთ “ოცნებას”, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა – RSF აჭარის ტვ-დან ჟურნალისტის გათავისუფლებაზე – Netgazeti

მოვუწოდებთ “ოცნებას”, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა – RSF აჭარის ტვ-დან ჟურნალისტის გათავისუფლებაზე

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გმობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტისა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას. ორგანიზაცია მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

“გაათავისუფლეს თავისი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციების კრიტიკის გამო! “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გმობს მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან და მოუწოდებს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე”, – წერს RSF “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი 11 მაისს გაუშვეს.

როგორც რეხვიაშვილი ამბობს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე გაუშვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან