ახალი ამბები

“ეს წერილები არ არის უცხო” – კობახიძე სენატორი რიშის 2012 წლის განცხადებას იხსენებს

13 მაისი, 2020 • 1613
“ეს წერილები არ არის უცხო” – კობახიძე სენატორი რიშის 2012 წლის განცხადებას იხსენებს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სენატორი ჯიმ რიში ენმ-ის მიერ მიწოდებული დეზინფორმაციის შედეგად 2012 წელსაც აწერდა ხელს კრიტიკულ წერილს, რომლითაც რამდენიმე ამერიკელი კანონმდებელი შეშფოთებას გამოხატავდა იმ დროს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო.

კობახიძის თქმით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ვერც იმ წერილმა მოახდინა ნეგატიური გავლენა და ვერ ახლა მოახდენს, რადგან დეზინფორმაციას ეფუძნება და ამერიკელმა პარტნიორებმა კარგად გაარკვიეს, სად იყო სიმართლე.

“სენატორ რიშს სენატში, ცხადია, განსაუთრებული როლი აქვს, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, დიდ პატივს ვცემთ, ბუნებრივია, მის მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას, თუმცა მისი განცხადება ეფუძნება არასწორ ინფორმაციას”.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, “ეს საზოგადოებამ იცის დღეს და იცოდა 2012 წელსაც”.

“მე მინდა ერთი რამ გავიხსენო, 2012 წელს რა ინფორმაციას აწვდიდნენ სენატორ რიშს. 2012- ის განცხადებაა:

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ პოლიტიკური ლიდერების დაკავების, გამოძიებებისა და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას უკავშირდება. ჩვენი წერილის მიზანია წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ, თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ აღქმის თვალსაზრისითაც კი.

ეს ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ნიშანდობლივია. ესაა 2012 წლის 12 დეკემბრის წერილი, რომელსაც მათ შორის სენატორი რიში აწერს ხელს. ანუ ეს წერილებია არ არის უცხო და გვარები ძალიან ხშირად მეორდება ხოლმე, არის სენატორი რიში, ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ა.შ. 10 გვარში ვტრიალებთ სულ. ეს ნიშნავს, რომ ენმ-ს ერთი ხაზი აქვს გაჭრილი და ამ ხაზებით მუშაობს, აქვს გარკვეული კონტაქტები და ისინი ახერხებნ ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდ პატივს ვცემთ, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.

მთავარი რა არის? რამდენად შეესაბამება წერილი სინამდვილეს, როცა 2012 წელს ეს წერილი არ შეესაბემბოდა სინადვილეს, ბუნებრივია, მან შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც იგივეა. უნდა ვცადოთ სწორი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის”, – აცხადებს კობახიძე.

გაეცანით 2012 წლის წერილს, რომელსაც კობახიძე ახსენებს

სენატორები ივანიშვილს: შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი