ახალი ამბები

სენატორები ივანიშვილს: შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები

12 დეკემბერი, 2012 • 1572
სენატორები ივანიშვილს: შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები

ამერიკელი სენატორები – ჯოზეფ ლიბერმანი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრამი, ჯონ მაკკეინი და ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ. სენატორები წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ოპონენტების დაკავებების გამო.

“ჩვენ გვსურს მოგილოცოთ თქვენი დამტკიცება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე, რამდენადაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად მოხდა ძალაუფლების გადაბარება მშვიდობიანი  გზით, არჩევნების საშუალებით.  ქმედებები, რომლებსაც თქვენ გაატარებთ, მაგალითები, რომლებსაც თქვენ მისცემთ, იქნება კრიტიკულად მნიშნველოვანი საქართველოში დემოკრატიის მომავლისთვის და თქვენი მთავრობის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავების, დაპატიმრების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი, აღნიშნული წერილის მიზანია მზარდი წუხილი გამოვთქვათ, რომ ეს ნაბიჯები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ თქვენი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული თუნდაც აღქმა იმისა, რომ  შერჩევითი სამართალია წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ.
როგორც  გულწრფელი მეგობრები ქართველი ხალხისა და აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გამყარების მომხრები, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება როგორც საერთო ინტერესებს, ასევე საერთო ფასეულობებს. როგორც ერთ–ერთი მაგალითი, ჩვენ ვმუშაობდით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრციის გასაგრძელებლად. ჩვენ კმაყოფილნი ვართ, რომ ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტები წინა ხელისუფლების პროგრესის გაგრძელებაა ევროკავშირსა და ნატოსკენ  მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი დასავლეთშია და ველით თქვენთან ერთად  მუშაობას ამ მიმართულბით.
თუმცა საქართველოს ინტეგრაცია ევრო–ატლანტიკურ საზოგადოებაში და მისი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამოკიდებულია საქართველოს დემოკრატიის მუდმივ გამყარებაზე. საქართველოს აქვს მნიშვნელვანი პროგრესი ამ კუთხით ბოლო რამდენმი წლის განმავლობაში, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება თქვენი პარტიისთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი ნამდვილი დემოკრატიული მმართველობისთვის. კანონის უზენაესობის თანასწორი და გამჭვირვალე გამოყენება, პოლიტიკური პლურალიზმი და პროცესებში ჩართულ და პასუხისმგებელ ოპოზიციათან თანამშრომლობის კულტურა არის ასევე აუცილებელი საქართველოს დეოკრატიული მომავლისთვის.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალობა, ან თუნდაც აღქმა პოლიტიკური სამაგიეროს გადახდისა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ, ქართული საზოგადოების პოლარიზაციას გამოიწვევს და ქმნის რისკს, რომ დემოკრატიული პროგრესი “რელსებიდან გადავა”. უკიდურესად ზიანის მომტანი იქნება ის, თუკი პოლიტიკური ფიგურები საქართველოში დაიჯერებენ, რომ ვინც წააგებს არჩევნებში ან მშვიდობიანად დათმობს ძალაუფლებას, შესაძლოა მალე აღმოჩნდენ გისოსებს მიღმა.
საპარლამენტო არჩევნები აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩეოდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა, ქართველ ხალხს ჭირდება იმუშაოთ ერთად და ითანამშრომლოთ ოპოზიციასთან, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით, რათა გადაიჭრას ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას.
ჩვენ მივესალმებით, რომ გამორიცხავთ შერჩევით სამართალს, მაგრამ სინანულით გვსურს აღვნიშნოთ, რომ მოვლენების განვითარება უკიდურესად გვაშფოთებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაია ფანჯიკიძის კომენტარები, როდესაც მან განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები “კრიმინალები და დამნაშავეები არიან”.  ბრალს და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს.
ჩვენ ველოდებით, რომ ერთობლივი მუშაობით ვიპოვით დამატებით გზებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის და ვიმდოვნებთ, რომ შევხვდებით ვაშინგტონში, რათა ვიმსჯელოთ ამ და სხვა გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას ქვეყნიის ისტორიის კრიტიკულ მომენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი