რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ წერს, ამის შესახებ პესკოვმა ინფორმაცია თავად გაავრცელა. მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
პესკოვი არაა რუსეთის მთავრობის პირველი წარმომადგენელი, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა — მის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაავადდნენ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, კულტურის მინისტრი და მშენებლობის მინისტრი.
რუსეთში ამჟამად კორონავირუსის 230 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.