ახალი ამბები

ივანიშვილმა სოფლის მეურნეობისთვის 2013 წლიდან 200 მილიონამდე დახარჯა — დავითაშვილი

12 მაისი, 2020 • 1137
ივანიშვილმა სოფლის მეურნეობისთვის 2013 წლიდან 200 მილიონამდე დახარჯა — დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვთარებაში ბიძინა ივანიშვილმა 200 მილიონამდე დახარჯა, რაც ამ სფეროში გარდამტეხი მომენტი იყო. ამის შესახებ მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაშინდელმა პრემირმა სოფლის მეურნეობის დასახმარებლად პირადი სახსრებიდან 200 მილიონ ლარამდე გაიღო:

„როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, ალბათ არ შეიძლება არ აღინიშნოს, ზოგადად, როგორია სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების და აქ უნდა ითქვას, რომ 2013 წელს სოფლის მეურნეობა გამოცხადდა როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. უპრეცედენტოდ დიდი დახმარება იყო ამ დროს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, მან პირადი სახსრებით, დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, — აღნიშნა მან.

დავითაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებაში ეს გარდამტეხი მომენტი იყო:

„ეს იყო, ფაქტობრივად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მუერნეობის განვითარებაში, იმიტომ, რომ ამ პერიოდამდე ჩვენ გვქონდა ყოველწლიურად კლება პროდუქციისა და დამატებითი ღირებულების შემცირება და სოფლისკენ მიბრუნება ამ სტიმულმა გამოიწვია“, — განაცხადა დავითაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი