ახალი ამბები

დღეს გახარია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს

12 მაისი, 2020 • 1506
დღეს გახარია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს

დღეს, 12 მაისს, გიორგი გახარია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, პრეზენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის ანტიკრიზისული გეგმა რამდენიმე ეტაპად წარმოადგინა. შეთავაზებული გეგმა სხვადასხვა სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.

ბოლოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს როგორც ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისათვის, ისე – დახმარების პაკეტებს ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო და იურიდიული პირებისათვის. საგადასახადო და სესხის პროცენტის სუბსიდირების გარდა, სახელმწიფო სასტუმროებს  ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობასაც გაუწევს სუბსიდირებას.

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი