ახალი ამბები

წყალდიდობამ კახეთში ნათესები დააზიანა

11 მაისი, 2020 • 2427
წყალდიდობამ კახეთში ნათესები დააზიანა

კახეთის ზოგ მუნიციპალიტეტში ბოლო სამი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლმები შექმნა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ახმეტიდან და ლაგოდეხიდან დაფიქსირდა.

წვიმის შედეგად დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები, სამაშველო ჯგუფები კი ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

წვიმის გამო გამო პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. როგორც სოფელ ხალაწნის მცხოვრებმა რამზან გორგიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის ბოძები წაიქცა. მის მიერვე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელი ხიდი, რომლითაც სარგებლობა შეუძლებელია მდინარე ალაზნის ადიდების გამო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად დაშავებულებთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი