ახალი ამბები

არასრულწლოვნის ოჯახი პოლიციელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

11 მაისი, 2020 • 1400
არასრულწლოვნის ოჯახი პოლიციელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

ტყიბულში, არასრულწლოვნის ოჯახი პოლიციის თანამშორმელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ბავშვის დედამ ტელეკომპანია “მთავარს” უთხრა, პოლიციელმა მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა სუიციდი სცადა.

“იძალადა ბავშვზე როგორც ხელის კვრით, ისე მორალურად, ფსიქოლოგიურად. ხელის კვრით აგდებდა გარეთ. უყვიროდა ბავშვს, გადი ამ სახლიდან, ამ სახლში არ გაქვს შემოსვლის უფლებაო. მე შენ ახლა გამოგიწერ შემაკავებელ ორდერს და სადაც არის საჭირო, იქ მიგიყვანთო”, – აცხადებს მოზარდის ბებია.

ოჯახის ადვოკატი კი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ გამომძიებელი ბავშვზე სისტემურად ძალადობდა.

ბრალდებებს უარყოფს თავად გამომძიებელი, რომელსაც არასრულწლოვნის ოჯახი ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ ვინმეს რამე კითხვა ექნება, შესაბამის ორგანოებს გასცემს პასუხს. ბავშვზე ძალადობის ფაქტს კი უარყოფს.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მინდიდარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/57202/

მასალების გადაბეჭდვის წესი