ახალი ამბები

რუსეთი COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადავიდა

11 მაისი, 2020 • 958
რუსეთი COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადავიდა

რუსეთი COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე გადავიდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, ქვეყანაში  221 344 შემთხვევაა დაფიქსირებული.

11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 11 656 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილია 2009 ადამიანი.

ასევე, ინფიცირებულთა რაოდენობით, რუსეთმა გადაასწრო იტალიას, გაერთიანებულ სამეფოს და ამჟამად მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ.

ამასთან ერთად, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მხოლოდ მოსკოვში კორონავირუსი დაახლოებით 300 000 ადამიანს აქვს.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს — მოსკოვში მოქალაქეებს ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება უწევთ ტრანსპორტსა და მაღაზიებში.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი