ახალი ამბები

ლაგოდეხში ნაკვეთებისა და სახლების ნაწილი დაიტბორა

10 მაისი, 2020 • 1529
ლაგოდეხში ნაკვეთებისა და სახლების ნაწილი დაიტბორა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლების საკარმიდამო ნაკვეთების დატბორა. ასევე დაზარალდა საცხოვრებელი სახლებიც: პირველი სართულები და სარდაფები.

მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის და გადაუღებელი წვიმის შედეგად საგრძნობლად მოიმატა მდინარეებისს წყლის დონემ რიგ ადგილებში მცირე ზომის არხებმა ვერ უზრუნველყვეს მომატებული წყლის ნაკადის გატარება, რამაც გამოიწვია სოფლების საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა.

“დილიდანვე სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. ოპერატიულად მიმდინარეობს სამუშაოები. მოსახლეობის საყურადღებოდ საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე 595 53 46 33”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი