ახალი ამბები

გერმანიაში ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე მეტი გახდა

10 მაისი, 2020 • 1080
გერმანიაში ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე მეტი გახდა

გერმანიაში კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ს გადასცდა, მას შემდეგ შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. ამის შესახებ ინფორმაცია რობერტ კოხის ინსტიტუტმა გაავრცელა

რეპროდუქციის მაჩვენებელი, იგივე გავრცელების კოეფიციენტი არის ნიშნული თუ რამდენ ადამიანს გადასდებს ვირუსს საშუალოდ ერთი ინფიცირებული. BBC-ის ცნობით, როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ზე მეტია, ეს ნიშნავას, რომ სახეზეა გავრცელების ექსონენციური, იგივე მკვეთრი ზრდა.

ამჟამად გერმანიაში ეს მაჩვენებელი 1.1-ზეა. ზოგადად ამ დროისთვის არსებული სამეცნირო წყაროების თანახმად, ახალ კორონავირუსსს 2-ზე მეტი რეპროდუქციის მაჩვენებელი ახასიათებს, რაც მას განასხვავებს გრიპებისგან, რომლის გადადების კოეფიციენტი უფრო დაბალია.

“რეპროდუქციის მაჩვენებლის ზრდა საჭიროებს მჭიდრო მონიტორინგს მომავალ დღეებში”, – ნათქვამია კოხის ინსტიტუტის ბიულეტინში, რომელსაც უცხოური მედია ციტირებს.

ბოლო ცნობებით, რეპროდუქციის მაჩვენებელი საქართველოში 1-ზე დაბალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი