ახალი ამბები

მოსკოვში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

9 მაისი, 2020 • 1110
მოსკოვში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის ჩრდილოეთით, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“.

როგორც „ინტერფაქსი“ წერს, საავადმყოფოს კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, კორონავირუსით დაავადებულები მკურნალობენ.

მაშველების ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დროისთვის უკვე მოხერხდა.

გარდა ამისა, საავადმყოფოს პერსონალს პაციენტები ჰოსპიტალის მეზობელ კორპუსში გადაჰყავს.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მიზეზის დადგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი