ახალი ამბები

საგარეჯოელ ექთანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

9 მაისი, 2020 • 1202
საგარეჯოელ ექთანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ექთანს, რომელიც რამდენიმე დღეა მედიის ყურადღების ცენტრშია, ახალი კორონავირუსი საბოლოოდ არ დაუდასტურდა და ის კლინიკიდან 9 მაისს საღამოს გაწერეს. 

ექთანს კოვიდ 19 -ი სწრაფი ტესტით 7 მაისს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.  ექიმებმა სწრაფი ტესტის შედეგი PCR ტესტით 8 მაისს გადაამოწმეს და მას ვირუსი არ დაუდგინდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაამოწმეს PCR ტესტით და საბოლოოდ, 9 მაისს სახლში გაწერეს. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ კოვიდ 19-ით საქართველოში სამედიცინო სფეროს 72 წარმომადგენელია ინფიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი