ახალი ამბები

წელს სახელმწიფო დამატებით გრიპის 100 ათას ვაქცინას შემოიტანს – გამყრელიძე

8 მაისი, 2020 • 776
წელს სახელმწიფო დამატებით გრიპის 100 ათას ვაქცინას შემოიტანს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 2020 წელს სახელმწიფო დამატებით 100 ათას ვაქცინას შემოიტანს. გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპზე აიცრან, რადგან Covid-19-ის ხელახლა გავრცელების პირობებში ამ ორი ინფექციის “ზედდება” არ მოხდეს, რაც, როგორც ის ამბობს, პაციენტის მდგომარეობს უფრო დაამძიმებს.

“სასურველია საქართველოში თანდათან გაიზარდოს აცრის კულტურა… გაიზარდა, რაც ძალიან კარგია. იცით, რომ გრიპზე აცრა სავალდებულო აცრათა კალენდარში არ შედის, თუმცა შარშან ქვეყანაში დაახლოებით 140 ათასი ადამიანი აიცრა. 100 ათასი ადამიანი სახლმწიფოს დაფინანსებით აიცრა, დანარჩენი კი კერძო სექტორზე მოდის. თუ 2014 წელს გრიპზე აცრილების რაოდენობა 10 ათასი იყო, შარშან 140 ათასი გვქონდა, რაც კარგია. წელს შეკვეთილი გვაქვს 140 ათასი გრიპის ვაქცინა და ახლა 100 ათას დოზას ვუმატებთ. დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი კიდევ უფრო აქტიური იქნება. სასურველია, რომ განსაკუთრებით რისკის ჯგუფებში მყოფი ადამიანები აიცრან, რადგან კორონავირუსის გაჩენის შემთხვევაში ამ ორი ინფექციის ზედდება არ იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში უკვე რთულად წავა”,-განაცხადა გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი