ახალი ამბები

აშშ რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატებს გადასცემს — ტრამპი

8 მაისი, 2020 • 1103
აშშ რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატებს გადასცემს — ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა მიიღო მისი დახმარების წინანდადება — აშშ რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატებს გადასცემს, იუწყება „როიტერსი“.

თეთრი სახლის ცნობით, პუტინმა და ტრამპმა ხუთშაბათს ისაუბრეს და კორონავირუსთან ერთად შეიარაღების კონტროლის საკითხიც განიხილეს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა მიიღო ტრამპის წინადადება, რომლის მიხედვითაც, აშშ რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატებით დაეხმარება.

რუსეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 185 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

აპრილში რუსეთმა დახმარება, პირიქით, აშშ-ს გაუწია, თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, საეჭვოა, რამდენად სასარგებლო იყო ეს. დეტალურად ამ თემაზე იხილეთ:

“სიყვარულით რუსეთიდან” – კრემლის პიარაქცია იტალიაში, თუ უანგარო დახმარება

მასალების გადაბეჭდვის წესი