ნორვეგიაში სკოლები და ბაღები 11 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ ქვენის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა.
წინა კვირიდან სკოლაში სიარული მხოლოდ დაწყებითი (1-4) კლასის მოსწავლეებისთვის იყო დასაშვები, ორშაბათიდან კი ამას მე-5-10 და უფროსი კლასების მოსწავლეებიც შეძლებენ.
ცენტრალურმა მთავრობამ ზუსტი თარიღის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტებს მიანდო, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, ამ თარიღიდან რამდენ ხანში აამოქმედებენ ზოგადი განათლების დაწესებულებებს.
ამასთან, სოლბერგი აღნიშნავს, რომ გასართობი პარკები და რესტორნები ნორვეგიაში ფუნქციონირებას პირველი ივნისიდან განაახლებს. სხვა ტიპის დაწესებულებები კი, პრემიერ-მინისტრის თქმით, 15 ივნისისთვის იქნება გახსნილი.
რაც შეეხება მოგზაურობის შეზღუდვებს, ამ ეტაპზე ის მხოლოდ მედპერსონალისთვის მოიხსნა. მოსახლეობას საერთაშორისო მგზავრობას არ ურჩევენ, მათ კი, ვინც საზღვარგარეთ იყო, 14- დღიანის ნაცვლად, 10- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
7 მაისის სტატისტიკით, ნორვეგიაში კორონავირუსის 7,996 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 216 პაციენტი გარდაიცვალა.