ახალი ამბები

რას მოიცავს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა – სრულად

7 მაისი, 2020 • 1790
რას მოიცავს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა – სრულად

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა დღეს, 7 მაისს წარმოადგინა. ის მოიცავს როგორც ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისათვის, ისე – დახმარების პაკეტებს ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო და იურიდიული პირებისათვის.

ტურიზმის ამოქმედების ეტაპები

I ეტაპი (მოსამზადებელი)

  • უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში, განთავსების ობიექტებში (სასტუმროებში), გიდებთან, კვების ობიექტებში, სატრანსპორტო კომპანიებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში.
  • კერძო სექტორის ხელშეწყობა სტანდარტების დასანერგად (ტრენინგები, გაიდლაინები);
  • ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე მოლაპარაკება;
  • ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნა;
  • ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებაში საქართველოს ინტეგრირება;
  • საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია “საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

II ეტაპი(გახსნა) – 15 ივნისი

  • უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა;
  • შიდა ტურიზმის ამოქმედება.

III ეტაპი (საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედება) – 1 ივლისი

  • სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად;
  • ფრენების ეტაპობრივი აღდგენა

დახმარება ტურისტულ სექტორს

I ეტაპი (მარტი)

  • ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდათ;
  • მცირე სასტუმროებს სახელმწიფო უსუბსიდირებს საბანკო სესხების 80%-ს;
  • შუამდგომლობა ტურისტულ ინდუსტრიასა და კომერციულ ბანკებს შორის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

II ეტაპი (აპრილი)

  • ტურისტულ ინდუსტრიაში დაქირავებით დასაქმებული პირები, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ  1 200 ლარს 6 თვის მანძილზე (თვეში –200ლ.);
  • თვითდასაქმებულები, რომელთაც დაკარგეს შემოსავლები, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით;

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სუბსიდიას:

  • 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან;
  • 1500 ლარამდე – 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან.

III ეტაპი (მაისი)

  • ბიზნესები გათავისუფლდებიან 2020 წლის ქონების გადასახადისგან;
  • საშემოსავლო გადასახადი გადავადდება 2020 წლის ბოლომდე;
  • დახმარება სასტუმროებს:
  1. განთავსების ობიექტებს (სასტუმროებს), რომელთა წლიური ბრუნვა 20 მლნ ლარამდეა, სახელმწიფო სთავაზობს მათი საბანკო პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მლნ ლარზე. პროგრამა 6 თვის მანძილზე გაგრძელდება.
  2. სახელმწიფო სასტუმროებს დაუსუბსიდირებს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას.
  3. სახელმწიფო დაეხმარება სასტუმროებს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სატანდარტების დანერგვაში.
  • დახმარება კვების ობიექტებს:
  1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
  2. საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადება;
  3. საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა;
  4. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვაში დახმარება.
  • დახმარება ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს:
  1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
  2. საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადება;
  3. საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება 6 თვით;
  4. ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის თანხის სუბსიდირება;
  5. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვაში დახმარება;
  6. გიდების გადამზადების პროგრამა;
  7. გიდების მხარდაჭერა – უფასო ვიზიტი მუზეუმში, დაცულ ტერიტორიებზე და სხვა.

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი