ახალი ამბები

რეალურად, მოსკოვში COVID-19 300 000 ადამიანს აქვს — მოსკოვის მერი

7 მაისი, 2020 •
რეალურად, მოსკოვში COVID-19 300 000 ადამიანს აქვს — მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მხოლოდ მოსკოვში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, რეალურად, 300 000-ს აღწევს.

სობიანინის თქმით, სკრინინგულ კვლევებზე დაყრდნობით, ამჟამად მოსკოვში დაავადებულია მოსახლეობის 2-2.5%.

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ეს ხალხი. რისთვის? იმისთვის, რომ კარანტინში მოვათავსოთ, სხვებს რომ არ გადასდონ, მეზობლებს და კოლეგებს. თუ აუცილებელი იქნება, ამბულატორული მკურნალობა გამოვუწეროთ, მძიმე მდგომარეობამდე რომ არ მივიდნენ“, — განაცხადა სობიანინმა.

ამჟამად რუსეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 177 000 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 92 000 — მოსკოვში.

მასალების გადაბეჭდვის წესი