ახალი ამბებირეკლამა

500 000 ლარი აჭარაბეთისგან სწრაფი ტესტების შეძენისა და საქართველოში ჩამოტანისთვის

7 მაისი, 2020 • 1200
500 000 ლარი აჭარაბეთისგან სწრაფი ტესტების შეძენისა და საქართველოში ჩამოტანისთვის

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სახელმწიფოს სწრაფი ტესტების შეძენა-ჩამოტანისთვის ნახევარ მილიონ ლარს გადასცემს .

 „სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოს გვერდით დგომა, სწორედ ამიტომ დამატებით გამოვყოფთ ნახევარი მილიონი ლარის მოცულობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება საქართველოსთვის სწრაფი ტესტების შეძენასა და ქვეყანაში ჩამოტანას. მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. გვჯერა ერთობლივი ძალებით ყველა პრობლემა დაძლევადია“ აღნიშნავენ „აჭარაბეთში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ COVID 19-ის დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „აჭარაბეთი“ არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა და დაიწყო საინფორმაციო კამპანია.

„აჭარაბეთმა“ მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში განათავსა კორონავირუსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ, რომელიც აუცილებელია დაიცვას თითოეულმა ადამიანმა, ვირუსის კიდევ უფრო მეტად  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კომპანია აქტიურად განაგრძობს ხალხთან კომუნკაციას.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა უკვე გადარიცხეს 1 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს ყველა საჭირო ზომა საქართველოში, ვირუსის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი