სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს, გლდანის აგრარული ბაზარი გაიხსნა. სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, ბაზარში ვაჭრობა დაავადებათა კორტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ საქმიანობა განაახლა გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამაც. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ რეკომენდაციების შესაბამისად, ბაზრის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციასა და მომხმარებლის დამცვავი საშუალებებით აღჭურვას უზრუნველყოფს. ასევე ტარდება თერმოსკრინინგი, ამასთან, ბაზრის ადმინიტრაცია მონიტორინგს უწევს სავალდებულო დისტანციის დაცვასაც.