ახალი ამბები

გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ მუშაობა განაახლა – სეს

3 მაისი, 2020 • 1169
გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ მუშაობა განაახლა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გლდანის აგრარული  ბაზრის საბითუმო განყოფილებამ მუშაობა განაახლა. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესაბამისად, ბაზრის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციასა და მომხმარებლის დამცვავი საშუალებებით აღჭურვას უზრუნველყოფს. ასევე ტარდება თერმოსკრინინგი, ამასთან, ბაზრის ადმინიტრაცია მონიტორინგს უწევს სავალდებულო დისტანციის დაცვასაც.

“პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც აქტიურად არის ჩართული ბაზრის  ადმინისტრაცია,”-აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სსიპ-ის ინფორმაციით, დღეს, 3 მაისის მდგომარეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი