ახალი ამბები

კარანტინში დაბრუნების რისკი რეალურია – WHO-ს დირექტორი

6 მაისი, 2020 • 1473
კარანტინში დაბრუნების რისკი რეალურია – WHO-ს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისას ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია, თუ ქვეყნები ვერ მოახერხებენ, გარდამავალი პერიოდი პერიოდი უკიდურესად ფრთხილად და ეტაპობრივად გაიარონ”, – განაცხადა გებრეიესუსმა 6 მაისს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს პოზიცია გაიზიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ.

“თუ შეზღუდვები ძალიან სწრაფად მოიხსნება, ვირუსმა შეიძლება იფეთქოს”, – განაცხადა მან.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო. ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირების 3 798 099 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას 262 639 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი