ახალი ამბები

ჰოლანდია შეზღუდვებს მომავალი კვირიდან შეამსუბუქებს

6 მაისი, 2020 • 1800
ჰოლანდია შეზღუდვებს მომავალი კვირიდან შეამსუბუქებს

ნიდერლანდები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2 თვის წინ დაწესებულ შეზღუდვებს შეარბილებს.

“როიტერსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

შეზღუდვები ეტაპობრივად მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში მოიხსნება.

ამასთან, პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1-ლი ივნისიდან სავალდებულო ხდება.

ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის 41 319 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 204 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი