რომის პაპი ფრანცისკე დამსაქმებლებს მოუწოდებს, პატივი სცენ დასაქმებულების, კერძოდ, მიგრანტთა ღირსებას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დროს, იუწყება „გარდიანი“.
როგორც პაპი ამბობს, მუშების პრობლემებზე არაერთი შეტყობინება 1 მაისს მიიღო — ამ დღეს ბევრ ქვეყანაში მშრომელთა უფლებების დღეს აღნიშნავენ.
პაპის განცხადებით, სურს დაიცვას „ყველა ექსპლუატირებული მუშა და მოუწოდა ყველას, კრიზისი აქციოს შემთხვევად, როცა ადამიანის ღირსება კვლავ მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება
მან ხაზი გაუსვა იტალიის ფერმაში მომუშავე ადამიანების ექსპლუატაციას. ამ მუშების უმრავლესობა მიგრანტია.
იქამდე იტალიაში დააკავეს ფერმერების მფლობელები და მაფიის წარმომადგენლები, რომლებიც მუშებს ქირაობდნენ და ზედამხედველობას უწევდნენ. სამხრეთის რეგიონ აპულიაში დააკავეს ფერმის სამი მფლობელი და გამბიელი მიგრანტი — მათ ბრალი ედებათ 50 მიგრანტი მუშის ექსპლუატაციაში.
ასევე, Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ იტალიაში დააკავეს სამი ალბანელი, რომლებიც მიგრანტებს აიძულებდნენ, ღვინის კომპანიისთვის დღეში გადაბმულად 10 საათი ემუშავათ დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ.