რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს, ოლგა ლუბიმოვას კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რბკ“ ავრცელებს.
„ტესტმა COVID-ზე დადებითი შედეგი აჩვენა, მინისტრი უკვე დიდი ხანია სახლშია, სამუშაო თათბირებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ატარებს, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში ონლაინ ფორმატშია“, — უთხრა გამოცემას მისმა პრეს-მდივანმა.
პრეს-სპიკერის განცხადებით, ლუბიმოვას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს და ჰოსპიტალიზაცია არ განიხილება.
ლუბიმოვას გარდა, რუსეთის მთავრობაში კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის მთავრობის ორ სხვა წევრს — პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს და მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს.
გარეკანის ფოტოზე: ოლგა ლუბიმოვა. ფოტო: ТАСС