ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში COVID-19 კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურეს

6 მაისი, 2020 • 1330
ცხინვალში COVID-19 კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურეს

დღეს, 6 მაისს,  ცხინვალში COVID-19 კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურეს და, ჯამში, შემთხვევათა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

ოფიციალური ცნობით, სამივე მათგანი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შემოვიდა, მათ შორისაა 14 წლის მოზარდი.

დღევანდელ დღემდე, ოსური მხარის ცნობით, მათ ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევები არ იყო გამოვლენილი.

ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიებზე. აფხაზეთში, ოფიციალური ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი