ახალი ამბები

მუშაობდა ეს ადამიანი, იქ ვხედავდი – ჩუგოშვილი ყანდიაშვილის “ოცნებასთან” კავშირზე

6 მაისი, 2020 • 1906
მუშაობდა ეს ადამიანი, იქ ვხედავდი – ჩუგოშვილი ყანდიაშვილის “ოცნებასთან” კავშირზე

“როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელზეც მან გამორიცხა მმართველი პარტიის კავშირი კოკა ყანდიაშვილთან და “ნაციონალური მოძრაობის” ყალბ ანგარიშებზე გაამახვილა ყურადღება.

ჩუგოშვილის თქმით, ყანდიაშვილს წლების განმავლობაში ხედავდა პარტიაში და მდინარაძის ამ პოზიციით გაოცებულია.

“ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის გარდა, ყველაფერს ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა. მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. როცა ადამიანი მუშაობს და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა წლების განმავლობაში, ამას არ ველოდი ნამდვილად”, – თქვა მან “ტვ პირველის” ეთერში.

მან მდინარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ პარტია ეძებს ობიექტს, რომლისკენაც ხელს გაიშვერს, მაშინ, როცა ფეისბუქმა არაერთი პროსამთავრობო ანგარიში გააუქმა.

“მამუკას შეფასებას რაც შეეხება ამ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში, როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ. ათასობით ყალბ ანგარიშს გიუქმებენ და ეძებ, ვისკენ გაიშვირო ხელი. წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ”, – თქვა მან.

ყანდიაშვილს “ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი არ აქვს – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი