ახალი ამბები

WHO: საფრანგეთში Covid-19-ის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არაა

5 მაისი, 2020 • 1084
WHO: საფრანგეთში Covid-19-ის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არაა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” თქმით, გასაკვირი არ არის ცნობები საფრანგეთში ახალი კორონავირუსის დეკემბერში გამოვლენის შესახებ. ორგანიზაციის სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შედეგად სხვა ადრეულ შემთხვევებსაც მიაგნონ.

Reuters-ის თანახმად, სპიკერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, გამოიკვლიონ 2019 წლის ბოლო პერიოდი, რადგან ეს მსოფლიოს “ახალ და უფრო ნათელ სურათს” მისცემს ვირუსთან დაკავშირებით.

საფრანგეთში, პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დეკემბერში პნევმონიით დაავადებული  ნაცხების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსი Sars-CoV-2, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ქვეყანაში ერთ-ერთ პაციენტს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს დაუდგინდა.

აქამდე, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ოფიციალურად მხოლოდ იანვრის თვეში იყო დაფიქსირებული. 27 დეკემბერს ოფიციალური ცნობები კორონავირუსის შესახებ ჩინეთშიც არ იყო გავრცელებული.

გრიპზე აღებული ნიმუშები კორონავირუსზეც შეამოწმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი