ახალი ამბები

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 107 ადამიანი დავაჯარიმეთ – შსს

5 მაისი, 2020 • 986
საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 107 ადამიანი დავაჯარიმეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს ცნობითვე, 4 მაისის 21 საათიდან 5 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმეს. ამას გარდა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 16 მოქალაქე დააჯარიმა.

“პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს,” – აცხადებენ შსს-ში.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი