ახალი ამბები

ამცირებს თუ არა ასთმა და ალერგია COVID-19-ის გართულების რისკს – აშშ-ში კვლევას იწყებენ

5 მაისი, 2020 • 911
ამცირებს თუ არა ასთმა და ალერგია COVID-19-ის გართულების რისკს – აშშ-ში კვლევას იწყებენ

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH) დააფინანსებს კვლევას, რომელიც შეისწავლის, განსხვავდება თუ არა ახალი კორონავირუსის ინფექციის დონე ბავშვებში, რომლებსაც ასთმა ან ალერგიული დაავადებები აწუხებთ, მათგან, ვისაც არ აქვს.

NIH-ის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ალერგიული დაავადებები შესაძლოა ამცირებდეს ადამიანის მიმღებლობის უნარს ახალი კორნავირუსის მიმართ და ამცირებს დაავადების მძიმედ განვითარების რისკს.

კვლევაში 6 000 ადამიანი იქნება ჩართული და ის აშშ-ის 11 ქალაქს მოიცავს. მკვლევრები ბავშვებსა და მათ ოჯახებს 6 თვის განმალობაში დააკვრდებიან და აღრიცხავენ, თუ ვინმე ახალი კორონავრუსით დაავადდება, გადასდებს თუ არა ოჯახის სხვა წევრებს და ოჯახის რომელ წევრს განუვითარდება COVID-19.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, ამ დრომდე აშშ-ში ჩატარებული კვლევები ლიმიტირებულია იმ პაცინტებით, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში დაავადების მძიმე ფორმით მოხვდნენ. ტინა ჰარტერტის თქმით, ეს მეცნიერებს ვერ აწვდის სრულ ინფორმაცას პოპულაციაში ვირუსის გავრცელების შესახებ.

კვლევა დისტანციურად ჩატარდება. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასში ჩართული ბავშვების ოჯახის წევრები ცხვირიდან სინჯებს აუღებენ, რომელიც ლაბორატორიაში ფოსტით გაიგზავნება. იმავე დღეს კი კვლევის მონაწილეებს ელექტრონული კითხვარის შევსება ევალებათ ყველა პაციენტის იმჟამინდელ მდგომაროებაზე, სოციალური დისტანცირების პრაქტიკაზე, ბოლო აქტივობებზე სახლსა თუ გარეთ და კონტაქტებს იმ პირებთან, რომლებიც ავად არიან.

იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრი ავად გახდება, ალტერნატიულ კითხვას შეავსებენ, არის თუ არა ამ ავადობის გამომწვევი ახალი კორონავირუსი. პაციენტის ნიმუშებს 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაშ გაგზავნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი