ახალი ამბებირეკლამა

„სილქუნივერსალის“ პროგრამას გადაცემათა ციკლი „ადამიანი და სამყარო“ დაემატა

4 მაისი, 2020 • 1352
„სილქუნივერსალის“ პროგრამას გადაცემათა ციკლი „ადამიანი და სამყარო“ დაემატა

კომპანია სილქნეტის დანეშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოსერთობლივი სატელევიზიო პროექტისილქუნივერსალზეყოველ ორშაბათს 19:30 საათზე გავა.  მაყურებელს საშუალება ექნება უყუროს მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების ონლაინ ლექციებს და დისკუსიებს, დასვას კითხვები და მიიღოს კომპეტენტური პასუხები მისთვის საინტერესო თემებზე თანამედროვე მეცნიერების, კვლევების, მიღწევებისა და აღმოჩენების შესახებ.

პირველი გადაცემა სრულად მიეძღვნა ახალ კორონავირუსს და მასში უცხოეთიდან ჩაერთნენ მიკრობიოლოგი, პასტერის ინსტიტუტის პროფესორი დავით ფრანგიშვილი (საფრანგეთი); ნეირომეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა კოკაია (შვედეთი)

გადაცემას უძღვებოდა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი, პალეოანტროპოლოგი, აკადემიკოსიდავით ლორთქიფანიძე.

ქართველმა მეცნიერებმა შეაფასეს დღევანდელი ვითარება და  ისაუბრეს ვირუსის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ბუნებაში ბალანსის დარღვევაზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ დაავადებაზე.

4 მაისს რიგით მეორე გადაცემაში მაქს პლანკის საზოგადოების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ნიუ-იორკის და მიუნხენის უნივერსიტეტების პროფესორი  გია დვალი  მონაწილეობს, თემითშავი ხვრელები“.

გადაცემის ანონსი, ასევე  პირდაპირი ეთერი და ჩანაწერი National Geographic Magazine – საქართველოს ვებ  და ფეისბუკის გვერდებზე განთავსდება. მსურველს შესაძლებლობა აქვს წინასწარ გააგზავნოს შეკითხვები მისამართზე: questions@natgeo.ge

არხისილქუნივერსალი“, SilkTV-ის გარდა, ხელმისაწვდომია საიტზე www.silkgo.ge, ასევე ვრცელდება ციფრული მაუწყებლობის სიგნალით და სხვადასხვა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით.

ადამიანი და სამყაროყოველ ორშაბათს 19:30 საათზე გავა ეთერში, ხოლო შაბათს 16:30 საათზე განმეორდება. პროექტის მიზანია: შევიცნოთ სამყარო სახლიდან გაუსვლელად სილქუნივერსალის დახმარებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი