ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 103 ადამიანი დავაჯარიმეთ – შსს

3 მაისი, 2020 • 708
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 103 ადამიანი დავაჯარიმეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამინისტროს ცნობითვე, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, ქვეყნის მასშტაბით 78 ადამიანი დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

“პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს,”-აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი