ახალი ამბები

კორონავირუსით მე-7 ადამიანი დაიღუპა საქართველოში

1 მაისი, 2020 • 1316
კორონავირუსით მე-7 ადამიანი დაიღუპა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი დღეს, 1 მაისს, 7-მდე გაიზარდა. კორონავირუსის მე-7 მსხვერპლი 83 წლის კაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, პაციენტს ჰქონდა არაერთი თანმხლები დაავადება – გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და ა.შ.

1 მაისის 20:00 საათის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 566-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 207, გარდაცვლილია 7, დანარჩენები კი განაგრძობენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი