ახალი ამბები

კორონავირუსი: ევროპარლამენტის შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

1 მაისი, 2020 • 1023
კორონავირუსი: ევროპარლამენტის შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პარალელურად, ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარ შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეეფარებინა.

როგორც BBC წერს, ქალებს შორის, რომლებიც ახლა ევროპარლამენტის შენობაში ცხოვრობენ, ძირითადად ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან.

ევროპარლამენტმა ეს გადაწყვეტილება საქველმოქმედო ფონდ Samusocial-თან ერთად მიიღო.

„ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ ბევრი ქალი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა ოჯახში ძალადობის გამო. ასეთი შემთხვევები კი სულ უფრო იზრდება“, – ამბობს ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან Samusocial-ის დირექტორი სებასტიენ როი.

ევროპარლამენტმა 100 უსახლკარო ქალი შეიფარა. ფოტო: ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი/RTBF

ამჟამად ევროპარლემენტის შენობა დიდწილად თავისუფალია. სხდომებს მხოლოდ პარლამენტარები ესწრებიან,  მათი ნაწილი კი ე.წ. ვიდეოჩატების საშუალებით მიმდინარეობს.

გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ევროპარლამენტის სასადილო ყოველდღიურად 1 000 კერძს ამზადებს, რომლებსაც შემდგომ საქველმოქმედო ორგანიზაციები უსახლკარო მოქალაქეებს ურიგებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი