საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 27-ით გაიზარდა.

მთავრობის ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, ქვეყანაში სულ 566 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, გამოჯანმრთელდა 184, ხოლო გარდაიცვალა 6.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 27 ახალი პაციენტითან, 13-ს დაინფიცირების წყარო ბოლნისია. ამასთანავე:

„2 არის მარნეულიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება“, – ამბობს ეზუგბაია ჟურნალისტებთან და ამატებს, რომ ახალი 27 პაციენტიდან თბილისის ინფექციურში არცერთი არ მკურნალობს.