ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციათა პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განცხადებით, შვედეთის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დიდწილად ასახავს მოდელს, რომლის გაზიარებაც მსოფლიოს მოუწევს, თუ „გვინდა ვცხოვრობდეთ საზოგადოებაში, სადაც კარანტინი არ არის“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, იმის აღქმა, რომ შვედეთმა არ დააწესა საკონტროლო ზომები და უბრალოდ საშუალება მისცა დაავადებას, გავრცელებულიყო, სიმართლისგან შორს არის.
სხვა ყველაფერთან ერთად, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით შვედეთმა შეიმუშავა ძალიან ძლიერი საჯარო პოლიტიკა ხანგრძლივი მკურნალობის სამედიცინო განყოფილებებში.
შვედეთის მიერ შენუშავებული გეგმა იმით განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, რომ დიდწილად ენდო საკუთარ მოქალაქეებს, თავად მოეხდინათ ფიზიკური დისტანცირება და თვითრეგულირება.
ისინი ტესტირებასაც ატარებენ და რეანიმაციული შესაძლებლობებიც გაზარდეს. მათი ჯანდაცვის სისტემა კი მუდამ მზად იყო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი შემთხვევების რაოდენობაზე რეაგირება მოეხდინა.
თუ გვინდა ახალ, ნორმალურ ვითარებას მივაღწიოთ, მიმაჩნია, რომ შვედეთი დიდწილად წარმოადგენს მომავალ მოდელს — თუ გვინდა, რომ დავბრუნდეთ საზოგადოებაში, სადაც კარანტინი არაა“, — განაცხადა რაინმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში 30 აპრილისთვის კორონავირუსით დაავადების 21,092 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გარდაიცვალა 2586 ადამიანი, ანუ ყოველი მე-8 დაავადებულია. ხოლო გამოჯანმრთელდა 1005.
სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, ნორვეგიაში, დანიასა და ფინეთში, სტატისტიკა ასეთია:
- ნორვეგიაში დადასტურებულია 7738 შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 210 ადამიანი.
- დანიაში დადასტურდა 9,356 შემთხვევა, გარდაიცვალა 452.
- ფინეთში დადასტურებულია 4,995 შემთხვევა, გარდაცვლილია 211 პაციენტი.
ამავე თემაზე იხილეთ:
