ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ერთ დღეში COVID-19-ის 134 ახალი შემთხვევა გამოავლინეს

30 აპრილი, 2020 • 1313
სომხეთში ერთ დღეში COVID-19-ის 134 ახალი შემთხვევა გამოავლინეს

სომხეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 134 შემთხვევა გამოავლინეს, რაც ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.

ამავე დროს, სომხეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და, ჯამში, ეს რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

დღევანდელი, 30 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2066 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 929 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი