ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 114 ადამიანი დააჯარიმეს

30 აპრილი, 2020 • 930
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 114 ადამიანი დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოავლინა.

29 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 74 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო ჯარიმა 29 მოქალაქეს დაეკისრა, კიდევ 3 პირი კი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი