ახალი ამბები

30 აპრილი: 22-ით გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათში

30 აპრილი, 2020 • 1187
30 აპრილი: 22-ით გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 22-ით გაიზარდა და 539-ს მიაღწია. 30 აპრილის 10 საათის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 24 საათში 10-ით მოიმატა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 ახალს ინფიცირებულს შორის 15 არის თეთრიწყაროდან, 3- სვანეთიდან, დანარჩენი კი -ბოლნისიდან.

გარდაცვლილია 6 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 256, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი