ახალი ამბები

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულს ოპერაცია გაუკეთეს

30 აპრილი, 2020 •
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულს ოპერაცია გაუკეთეს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალგაზრდა კაცს, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გაუკეთეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, პაციენტს ნაღვლის ბუშტში კენჭები ჰქონდა, რის გამოც შეტევითი ტკივილები დაეწყო და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო:

“გუშინ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა Covid-19 და უკვე მესამე კვირაა მკურნალობს კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, კონკრეტულად, ლაპარასკოპიოლი ქოლეცისტექტომია. პაციენტს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ტკივილები. შევეცადეთ კონსერვატული მკურნალობით, მაგრამ ორი დღის განამვლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც  დაინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია იზოლირებულად ჩაუტარდა. ის თავს კარგად გრძნობს, დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა”, – ამბობს სოლოღაშვილი.

რაც შეეხება განახლებულ მონაცემებს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 22-ით გაიზარდა და 539-ს მიაღწია. 30 აპრილის 10 საათის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 24 საათში 10-ით მოიმატა.

გარდაცვლილია 6 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 256, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მასალების გადაბეჭდვის წესი