“ევროპული საქართველოს” შეფასებით, მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისთვის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული, არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა.
ამავდროულად, “ევროპული საქართველო” საზოგადოებას სთავაზობს საკუთარ გეგმას, რომელიც ბიოროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების 1.7 მლრდ-ით შემცირებას, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნებას (650 მლნ) და მომავალი 8 თვის მანძილზე ამ შენატანების შეჩერებას (325 მლნ) ითვალისწინებს.
“ევროპული საქართველოს” გეგმაა:
- მოქალაქეებს, ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, სახელმწიფო დაეხმაროს მომავალი 8 თვის მანძილზე, ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით.
- 840 000 თვითდასაქმებულ მოქალაქეს 400-ლარიანი დახმარება და 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერები გადაეცეთ.
- მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, დაიბრუნონ მათ მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. შედეგად, ყველა დასაქმებული საშუალოდ 500 ლარს დაიბრუნებს, ხოლო მეწარმე თითოეულ დასაქმებულზე -225 ლარს.
- პენსიონერებისთვის კომუნალურ გადასახადებზე 120- ლარიანი ვაუჩერი და 400- ლარიანი ფულადი დახმარება.
- საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერება (1.7 მლრდ ლარი) , ასევე, საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება (150 მლნ), ქონების გადასახადის განულება (390 მლნ), ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილება და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრა.
“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ გეგმის აღსასრულებლად თანხების მობილიზება შესაძლებელია გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური საქმიანობის წახალისებით და საერთაშორისო დახმარების მიღების გზით.